09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
გაეროს გენმდივანი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო

გაეროს გენერალური მდივანი უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ საჭირო ზომები მდგომარეობის დეესკალაციის მიზნით და დაიცვან მინსკში მიღწეული შეთანხმებები.

პან გი მუნის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია მშვიდობიანი მოსახლოების მსხვერპლით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში უკრაინელი 2 სამხედრო დაიღუპა და 7 დაიჭრა.

ასევე გავრცელდა ეუთოს ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლებსა და მისიის წარმომადგენლებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ეუთოს მანქანაში პრორუსმა მებრძოლებმა 122 მილიმეტრიანი ჭურვი ჩამოაგდეს, რომელიც, საბედნიეროდ, არ აფეთქდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს თეთრი სახლიც გამოეხმაურა. 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები