09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ინდონეზიაში თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას 54-ვე გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს

ინდონეზიაში მაშველებმა თვითმფრინავის კატასტროფის ადგილს მიაღწიეს, სადაც 54–ვე გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.

ამჟამად მათი გადასვენებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტრიგანა ეარ სერვისის თვითმფრინავი 16 აგვისტოს რეისს ჯაიპურიდან ოქსიბილში ასრულებდა. დაშვებამდე 10 წუთით ადრე თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა და ის რადარებიდან გაქრა.

საჰაერო ხომალდის ნამსხვრევები მოგვიანებით ტყეში აღმოაჩინეს. თვითმფრინავი, რომლითაც რეისი ხორციელდებოდა, 27 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში იყო.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები