09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ტაილანდის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს

ტაილანდის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აფეთქების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს და ვარაუდობს, რომ თავდასხმის მოსაწყობად გამოყენებული იყო ხელნაკეთი ბომბი.

ბანკოკის ცენტრში მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 123 ადამიანი დაიჭრა.

ამჯამად შემთხვევის ადგილას გამომძიებლები მუშაობენ.

ტაილანდის ჯარის მთავარსარდლის თქმით, თავდასხმა ქვეყნის სამხრეთში მოქმედი რადიკალური მუსულმანური დაჯგუფების მოწყობილ შეტევას არ ჰგავს.

ამ დროისთვის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები