საქართველო შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მებრძოლები დაუპირისპირდებიან, მათ შორის იქნება სატიტულო ბრძოლებიც ქამრისთვის.
გამარჯვებულებს ჩემპიონის ტიტულთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცემათ.