09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ერთ თვეში ესპანეთში გამართულ ფესტივალებზე ხარებმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ესპანეთში გამართულ ფესტივალებზე ხარებმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ყველა ეს შემთხვევა ქუჩაში გამართული რბოლების დროს დაფიქსირდა, რომელიც კორიდის წინ იმართება.

ხარებმა სასიკვდილო ჭრილობები მსვლელობის მონაწილეებს ვალენსიას, მურსიას, ტოლედოს, კასტე-ლიონის და ალიკანტეს პროვინციებში მიაყენეს.

გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 18 წლის იყო.

BBC-ის ინფორმაციით, ასეთი მოკლე პერიოდისთვის ეს მსხვერპლის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

 

 
დღის ამბები