09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
სტივ უანდერის ფავორიტი ჰილარი კლინტონია

სტივ უანდერმა ამერიკელებისთვის სამი უფასო კონცერტი გამართა. ბოლო გამოსვლა ლეგენდარულ მუსიკოსს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ჰქონდა.

მომღერალმა ძველი ალბომებიდან ცნობილი ჰიტები შეასრულა და შესვენების დროს მსმენელებს ამერიკელების მთავარ პრობლემაზე - იარაღის ტარებაზე საკუთარი მოსაზრება გააცნო.

სტივ უანდერი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, შესაბამის უწყებებში დარეგისტრირებული უნდა იყოს.

მუსიკოსმა პრეზიდენტობის კანდიდატებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისი ფავორიტი ჰილარი კლინტონია.

 
დღის ამბები