09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ტაილანდში პოლიცია ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილს ეძებს

ტაილანდის პოლიცია ბანგკოკში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილს ეძებს.

ვიდეოკამერების მასალების შესწავლის დროს სამართალდამცველებმა საეჭვო მამაკაცი შენიშნეს, რომელმაც, შესაძლოა, სალოცავთან ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა.

გამოძიება ამ დროისთვის ეჭვმიტანილის ვინაობის დადგენას ცდილობს.

ბანგკოკის ცენტრში გუშინ მომხდარ ძლიერ აფეთქებას, ოფიციალური მონაცემებით, 22 ადამიანი ემსხვერპლა, 120–ზე მეტი კი დაშავდა.

გარდაცვლილებს შორის 7 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები