29 სექტემბერი 2024,   05:24
ვრცლად
აჭარაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინდა - გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა 17 000 ლარით განისაზღვრა

აჭარაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინდა. ქობულეთში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს მოშორებით, ამოღებულია წიწვოვანი სახეობის 49 ერთეული მორი.

გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა 17 000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები გადაეცა საგამოძიებო უწყებას.

დღის ამბები