09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ჩინეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 10 ადამიანი დააკავეს

ჩინეთში გასულ კვირას მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 10 ადამიანი დააკავეს. ყველა იმ კომპანიის მაღალჩინოსანია, რომელსაც ტიანც–ზინის ქიმიური ნივთიერებების საწყობი ეკუთვნოდა.

საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად გასულ კვირას 114 ადამიანი დაიღუპა.

დღეს სპეციალისტებმა საევაკუაციო ზონაში წყალი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ ციანიდის მჟავის დონემ დაშვებულ ნორმას 28-ჯერ გადააჭარბა, თუმცა ზონის მიღმა ვითარება უცვლელია.

 ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის ფაქტი საწყობის მიმდებარე ტერიტორიებზე არ გამოვლენილა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები