09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ისლამური სახელმწიფო მიმდევრებს სტამბოლის დაპყრობისკენ მოუწოდებენ

ისლამური სახელმწიფოს მორიგი მუქარა. დაჯგუფების მებრძოლები საკუთარ მიმდევრებს სტამბოლის დაპყრობისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ვიდეომიმართვაში საუბარია, რომელიც რადიკალმა ისლამისტებმა თურქი ხალხის მიმართ გაავრცელეს.

მებრძოლები თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, "მოღალატეს" უწოდებენ და აცხადებენ, რომ მან ქვეყანა "ჯვაროსნებსა და რასისტ ქურთებს მიჰყიდა".

ისლამისტები ასევე უკმაყოფილოები არიან, რომ თურქეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს საკუთარი ავიაბაზების გამოყენების უფლება მისცა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები