საქალაქო სასამართლოში დღეს მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის საქმეზე პროკურატურის მოწმეებს მოუსმენენ.
როგორც ფარული ჩანაწერიდან გახდა ცნობილი, გიორგი ბეროზაშვილმა საკუთარი დედ-მამის მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის გამო რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა. მიუხედავად ამისა, ბეროზაშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
მკვლელობა ვაზისუბანში აპრილის ბოლოს მოხდა.