09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა შესაძლოა გაუქმდეს-მერია და "სითი პარკი" ახალ რეგულაციებზე თანხმდებიან

თბილისის მერი სითი პარკის თემას ისრაელიდან გამოეხმაურა.

დავით ნარმანიას განცხადებით, მერიამ სითი პარკთან ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო. მისი თქმით, უნდა აიკრძალოს ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა და შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ მოხდეს ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები სითი პარკსა და ბიუჯეტს შორის,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზე. კერძოდ, თბილისის მერის თქმით, ტარდება კვლევა კონკრეტული ტერიტორიების ასარჩევად, რამაც ამ თვალსაზრისით სითი პარკის მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს.

 
დღის ამბები