15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. 

თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ვლადიმერ ტატიშვილს ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა მაუწყებლის მოქმედი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის 22 ნოემბრიდან შეუდგება.

დღის ამბები