თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიების პირველი ნაწილი იაპონური ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტების ანსამბლს დაეთმო.
საიუბილეო ღონისძიების მეორე ნაწილში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა, იაპონურ ანსამბლთან ერთად, ალექსეი რატმანსკის ერთმოქმედებიანი ბალეტი "სიზმრები იაპონიაზე" წარმოადგინა.