29 აგვისტო 2026,   08:41
ვრცლად
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაგვისვა - პაციენტის უფლებებზე იურისტი საუბრობს

იურისტი თამარ კერძაია "რუსთავი 2-ზე", გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველოს" ეთერში საუბრობს, თუ რისი გაკეთება შეუძლია პაციენტს არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში. ამასთან, როგორ უნდა მოიქცნენ დაზარალებული პაციენტები, თუ მათ სურთ მორალური ზიანის ანაზღაურება და ექიმის ლიცენზიის შეჩერება. 

"არსებობს 3 გზა იმის მიხედვით, თუ რას სურს პაციენტს. თუ პაციენტს სურს, რომ დადგეს ექიმის პასუხისმგებლობა და მისი საექიმო პროფესიის, მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს,  ნომერზე 1505. ამ შემთხვევაში, ხდება ან ექიმის ლიცენზიის შეჩერება, ან ექიმის ლიცენზიის ჩამორთმევა, მაგრამ ეს არ არის ფინანსური ანაზღაურება.

მე-2 გზა: თუ პაციენტს სურს მიყენებული ზიანის  ფინანსური ანაზღაურება, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურება, რომლის უფლებაც გააჩნია პაციენტს - ამ შემთხვევაში, მიმართავს სასამართლოს. სწორედ ამ გზით მოითხოვს ფინანსურ ანაზღაურებას. ასეთ შემთხვევაში, იმ პაციენტებს,  რომლებიც არიან სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, არ აქვთ ფინანსური საშუალება, რომ ადვოკატი აიყვანონ, არსებობს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული მომსახურება. კერძოდ, ამას ჰქვია იურიდიული მომსახურების სამსახური, რომელიც უფასოდ მოემსახურება ამ პაციენტებს და ადვოკატირებას გაუწევს სასამართლოში.  

თუ სახეზე არის დანაშაულის ნიშნები, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის კუთხით მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს," - აცხადებს მეგი საჯაია.

დღის ამბები