09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
თურქეთში სამართალდამცველებსა და ქურთების დაჯგუფებებს შორის შეტაკების დროს 2 ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ჯარისკაცი, დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონში სამართალდამცველებსა და ქურთების სახალხო პარტიის მილიტარიზებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარი შეტაკების დროს.

დიარ-ბაქირის მახლობლად 700–მდე პოლიციელმა სპეციალური ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც შეიარაღებულმა პირებმა კომენდანტის საათი დაარღვიეს, გადაკეტეს გზები, დაიწყეს ბარიკადების აღმართვა და სამართალდამცველებს ფუგასური ბომბები ესროლეს.

მდგომარეობა უკიდურესად დაახლოებით ერთი თვის წინ დაიძაბა, როდესაც ოფიციალურმა ანკარამ ერაყში არსებულ ქურთების შრომის პარტიის ბანაკებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

თურქეთის ხელისუფლების განმარტებით, ეს არის ომი ტერორისტების წინააღმდეგ. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები