09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
მექსიკაში პოლიციელებმა 70 ტონა ნარკოტიკი დაწვეს

მექსიკელმა პოლიციელებმა ქალაქ ტიხუანას მახლობლად სპეცოპერაციების შედეგად ამოღებული 70 ტონა ნარკოტიკი დაწვეს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნივთიერებების საერთო ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

დაწვის პროცესს მექსიკის გენერალური პროკურორი ესწრებოდა.

სულ მექსიკის მასშტაბით სამართალდამცავებმა 136 ტონა მარიხუანა, კოკაინი და სხვა აკრძალული ნივთიერებები დაწვეს.

მექსიკაში ანტინარკოტიკული კამპანია ნარკოკარტელის ხელმძღვანელის, ელ ჩაპოს, ციხიდან გაქცევის შემდეგ გააქტიურდა.

 
დღის ამბები