09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა პირველმა ტრანსგენდერმა დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა პირველმა ტრანსგენდერმა დაიწყო.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაფი ფრიდნამ–გერსპანი პერსონალის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე დაინიშნა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ახალი თანამშრომლის ერთგულება თანასწორობის იდეის მიმართ და მისი ბრძოლა ტრანსგენდერების უფლებებისთვის ასახავს მოქმედი ადმინისტრაციის ღირებულებებს.

რაფი ფრიდმან–გერსპანი შეერთებული შტატების ეროვნულ ცენტრში ტრანსგენდერთა თანასწორუფლებიანობისთვის მუშაობდა.

ამჟამად პენტაგონი ჯარში ტრანსგენდერთა მსახურების აკრძალვის გაუქმებას განიხილავს.

 
დღის ამბები