09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ისლამისტებმა სირიაში უნივერსიტეტის პროფესორს თავი მოკვეთეს

ისლამისტებმა სირიაში უნივერსიტეტის პროფესორი სიკვდილით დასაჯეს. ქალაქი პალმირის ანტიკური ძეგლების სპეციალისტს და მუზეუმების ყოფილ დირექტორს ხალიდ ალ ასა–ადს თავი მოჰკვეთეს.

ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით, პროფესორი პალმირის მთავარ მოედანზე მებრძოლების თვალწინ დასაჯეს.

მიზეზი უცნობია. ქალაქი პალმირა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ისლამურმა სახელმწიფომ მაისში დაიკავა. მებრძოლებმა ანტიკური ძეგლები დანაღმეს. მოგვიანებით კი ორი უძველესი მუსლიმური ტაძარი ააფეთქეს. მათი რწმენით, სალოცავები კერპებს ემსახურება და მათი არსებობა დაუშვებლად მიაჩნიათ.

 
დღის ამბები