09 ოქტომბერი 2024,   00:19
ვრცლად
ნატო ევროპაში მასშტაბურ საჰაერო წვრთნებს იწყებს

ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ საჰაერო წვრთნას იწყებს, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე ჩატარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრაფი ავრცელებს, რომლის თანახმად, სამხედრო სწავლება 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნაში 11 ქვეყნიდან 5 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ბრიტანელი, ამერიკელი, გერმანელი და ფრანგი ჯარისკაცებიც. 

სწავლება ბულგარეთის, იტალიის, რუმინეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე ჩატარდება.

სამხედრო წვრთნის მიზანს საჰაერო ძალების მზადყოფნის შემოწმება და ალიანსის ძალების დახვეწა წარმოადგენს. 



 
დღის ამბები