09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელს რუსეთში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელს რუსეთში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ესტონ კოჰვერს შპიონაჟსა და იარაღის უკანონო ტარებაში ადანაშაულებდნენ. ის გასული წლის სექტემბერში ესტონეთ–რუსეთის საზღვარზე დააკავეს.

რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, ესტონელი ოფიცერი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის დაზვერვითი სამუშაოებს ატარებდა. ოფიციალურმა ტალინმა კი მაშინ მოსკოვი კოჰვერის გატაცებაში დაადანაშაულა.

ფსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო.

განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმაც გაავრცელა და ესტონელი ოფიცრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

 
დღის ამბები