საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტისას "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ფარგლებში სემინარი ჩაატარა. ბჰუტო 1977 წელს ოქსფორდის კავშირის პრეზიდენტი იყო და ასევე, პაკისტანის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი. მისი სახელობის ლექციების სერია კი 2019 წელს დაფუძნდა.
სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტისას "ოქსფორდის კავშირის" საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
"მოხარული ვარ, რომ მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს ვმასპინძლობთ "ოქსფორდის კავშირში" და ზოგადად ოქსფორდში, რომელმაც წელს "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" სერიის ფარგლებში ლექცია წაიკითხა. მისი აღმატებულება იყო პირველი საერთაშორისო სტუმარი ლექციების სერიაში.
ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გაერთიანებული სამეფოს და ოქსფორდის ძლიერი მეგობარი, სტუმრობს ჩვენს კავშირსა და ქალაქს," - აცხადებს "ოქსფორდის კავშირის" პრეზიდენტი ჩარლი მაკინტოში.