29 აგვისტო 2026,   06:32
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა. ვახტანგ გომელაურმა დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დანაშაულთან ბრძოლის შედეგებზე, ასევე ისაუბრა საზოგადოების უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზეც. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გარკვეული ტიპის დანაშაულის რაოდენობის კლება დაფიქსირდა, გახსნის მაჩვენებელმა კი მოიმატა.

მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე მომავალ წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მთავრობის მეთაურის ინიციატივით სამინისტროს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდის შესახებ ისაუბრა.

"ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი და თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა. მადლობა მინდა გითხრათ ყველას. ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში ვართ. სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, რეფორმები, შრომა თუ სწორი გადაწყვეტილებები - თქვენი დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარების კრიმინალის კუთხით," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები