ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ორივე მათგანი ხანდაზმული მამაკაცია. მეზობლების ინფორმაციით, მათ, სავარაუდოდ, ბოტანიკურ ბაღში დაკრეფილი სოკო ჭამეს, რის გამოც საავადმყოფოშიც მოხვდნენ, თუმცა, კლინიკიდან მალევე გამოწერეს.
გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე არ არის და ის ზუგდიდში სტომატოლოგად მუშაობდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადააასვენეს. დაწყებულია გამოძიება.