01 ივლისი 2024,   15:43
ვრცლად
65 წლის კაცი, რომელიც გორში 13 წლის გოგონაზე ძალადობდა, მსხვერპლის ბაბუის ძმაა - მამაკაცს პატიმრობა შეუფარდეს

პედოფილიის კიდევ ერთი სავარაუდო ფაქტი გორში - გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. კურიერის ინფორმაციით, 13 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბაბუის ძმაა. მამაკაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია მოზარდმა გაამხილა.

პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ძალადობითა და მუქარით რამდენჯერმე მოხდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები