09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
მყვინთავებმა ფლორიდის სანაპიროსთან 4 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების განძი აღმოაჩინეს

ამერიკელი მყვინთავების ჯგუფმა ფლორიდის სანაპიროსთან 350 ესპანური მონეტისგან შემდგარი განძი აღმოაჩინა.

შეერთებული შტატების მედიის ინფორმაციით, მისი ღირებულება 4.5 მილიონ დოლარს უტოლდება.

მონეტები გემზე აღმოაჩინეს, რომელიც სამასი წლის წინ ამერიკის სანაპიროსთან ჩაიძირა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 9 მონეტა განსაკუთრებით ძვირფასია. ისინი სპეციალურად ესპანეთის მეფე ფილიპ V-თვის მე-18-ე  საუკუნის დასაწყისში ჩამოასხეს. თითოეულის ღირებულება 300 ათასი დოლარია.

მყვინთავებს განძის ნაპირზე ამოსატანად ორი დღე დასჭირდათ.

 
დღის ამბები