09 ოქტომბერი 2024,   00:15
ვრცლად
პუტინი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს

ოფიციალური მოსკოვი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო სესიის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრას არ გამორიცხავს.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ ასამბლეაში ქვეყნის პირველი პირი მიიღებს მონაწილეობას.

მისივე თქმით, ამერიკული მხარის სურვილის შემთხვევაში, მოსკოვი მზად არის, შეხვედრის საკითხიც კონსტრუქციულად განიხილოს.

თეთრი სახლის განმარტებით, ამ ეტაპზე მსგავსი შეხვედრისთვის მზადება არ მიმდინარეობს. 

 
დღის ამბები