09 ოქტომბერი 2024,   00:15
ვრცლად
ეგვიპტეში უშიშროების სამსახურის შენობა ააფეთქეს

ეგვიპტეში უშიშროების სამსახურის შენობა ააფეთქეს. ბოლო მონაცემით, 29 ადამიანი დაშავდა. 6 მათგანი პოლიციელია.

აფეთქება კაიროს გარეუბანში ღამის 2 საათზე მოხდა და ის იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცნობმა პირმა უშიშროების სამსახურის შენობის წინ მანქანა დატოვა და გზა მოტიციკლით განაგრძო, რომელიც მას უკან მიჰყვებოდა. მას შემდეგ, რაც მან შემთხვევის ადგილი დატოვა, ავტომობილიც აფეთქდა.

ვარაუდობენ, რომ თავდასხმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე მებრძოლებმა მოაწყეს.

 
დღის ამბები