29 სექტემბერი 2024,   05:28
ვრცლად
არსებობს ვერსია, რომ მამაკაცმა დანაშაული შურისძიების გამო ჩაიდინა -ფემიციდის შემზარავი ფაქტი თერჯოლაში

ფემიციდის შემზარავი შემთხვევა თერჯოლაში - მამაკაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცმა დაზიანებები მიიღო. მას სხეულის 60%-მდე დამწვრობა აქვს მიღებული და მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ყოფილმა ქმარმა ეს შურისძიების მიზნით ჩაიდინა. მას წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. გამოძიება 11 პრიმა - 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებობს ვერსია, რომ მამაკაცმა დანაშაული შურისძიების გამო ჩაიდინა. ვრცელდება ვერსია, რომ მოკლულის ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე მიიღო უარი შერიგების მცდელობებზე, რასაც კონფლიქტი უკავშირდებოდა.

დაღუპულის ოჯახის წევრები არ საუბრობენ, თუმცა მისი ნაცნობები და ახლობლები იხსენებენ, რომ სწორედ ეს გარემოება იყო კონფლიქტის საფუძველი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გახდა შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზეზიც, თუმცა შემაკავებელ ორდერს დანაშაულის ჩადენის მომენტში ვადა ჰქონდა გასული.

"ციხეში არ იჯდა კონკრეტულად ამ ამბის გამო, უბრალოდ ჰქონდა შემაკავებელი. ოჯახი იყო დანგრეული და მაგიტომ. არაფერი ვიცით, ვიცით მხოლოდ, რომ გარდაცვლილია ეს ანგელოზივით გოგო. ისიც არის უბედური, ესეც არის უბედური," – აცხადებს ადგილობრივი.

მამაკაცი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას სხეულის 70%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული მას შემდეგ, რაც დახურულ სივრცეში ბენზინით სავსე ცეცხლის მოკიდების და ყოფილი მეუღლის მისამართით სროლის შემდეგ თავადაც გადაედო ცეცხლი. ამ ფაქტს მოყვა ძლიერი აფეთქება, რამაც ქალის სამუშაო ადგილზე, მარკეტში, შენობის ფასადიც დააზიანა.

 

დღის ამბები