09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

საარტილერიო შეტევა პირველმა ფხენიანმა განახორციელა. მათ მიერ გასროლილი ჭურვი სამხრეთ კორეის სამხედრო ბაზაზე დაეცა. შეტევას სეულის მხრიდან საპასუხო სროლა მოყვა. მსხვერპლი არ არის.

უსაფრთხოების მიზნით სამხრეთ კორეამ საზღვრთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობა გაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით ქვეყნის უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს.

სამი დღის წინ სამხრეთ კორეამ შეერთებულ შტატებთან ერთად სამხედრო სწავლებები დაიწყო, რასაც ჩრდილოეთ კორეის მუქარა მოჰყვა. ფხენიანი სეულს თანამედროვე შეიარაღების გამოყენებით დაემუქრა.

 
დღის ამბები