20 აგვისტო 2026,   06:41
ვრცლად
პირველი ევროპული სპექტაკლი 100 წლის გახდა

პირველი ევროპული სპექტაკლი 100 წლის გახდა. "ცხვრის წყარო" - ლეგენდარულმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა, რუსთაველის თეატრის სცენაზე სწორედ საუკუნის წინ დადგა. ამ სპექტაკლით კი ქართული თეატრის ახალი ერა დაიწყო.

სპექტაკლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული მასალები, ფოტოები, ხელნაწერები, სარეპეტიციო დღიურები და კოსტიუმები.

კონსერვატორიის სტუდენტებმა კი სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის დაწერილი ნაწარმოები შეასრულეს.

დღის ამბები