23 აპრილი 2024,   22:42
ვრცლად
დეკრეტული შვებულებისთვის განსაზღვრული თანხის თაღლითურად მითვისების სქემა - პასუხისგებაში სამი ადამიანია მიცემული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებამ დეკრეტული შვებულებისთვის განსაზღვრული თანხის თაღლითურად მითვისების სქემა გაშიფრა. პასუხისგებაშია მიცემული სამი ადამიანი. საუბარია ორ მეწარმესა და ბუღალტერზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული, დეკრეტულ შვებულებაში მყოფ მოქალაქეებზე გათვალისწინებული ფულადი დახმარების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020-2022 წლებში, ბრალდებულები, წინასწარ მოფიქრებული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ფეხმძიმე ქალებთან, ფიქტიურად გააფორმეს ისინი მათ დაქვემდებარებაში არსებულ საწარმოებში, რის შემდეგაც მომზადებულ იქნა ყალბი დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც, შეცდომაში იქნა შეყვანილი სსიპ სოციალურ მომსახურეობის სააგენტო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საწარმოებში თითქოსდა დასაქმებული 82 პირის მიერ, მიღებულ იქნა ორსულებისათვის გამოყოფილი ერთჯერადი ფულადი დახმარება, ჯამში 82 000 ლარის ოდენობით, რაც შემდგომში გაინაწილეს ურთიერთშორის.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დეკრეტული შვებულების თანხების დაუფლებასთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. 
 

დღის ამბები