09 ოქტომბერი 2024,   00:20
ვრცლად
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა - ციპრასი ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი, თამანდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება პირადად გააკეთა.

ციპრასის გადადგომის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ საბერძნეთის პრემიერმინისტრი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.  

სტატიაში აღნიშნულია, რომ ციპრასი ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ ვადამდელ არჩევნებს მის მორალურ პასუხისმგებლობად მიიჩნევს. 

არჩევნების თარიღი ჯერ ისევ დაუდგენელია. თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად საუბარია 20 სექტემბერზე.

ციპრასი არჩევნებში საკუთარ პარტიას - სირიზას ჩაუდგება სათავეში. 

 
დღის ამბები