09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში ძალადობის ესკალაცია იქნება

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებთან ბერლინში გასამართ მოლაპარაკებებზე საკითხების ფართოს სპექტრს განიხილავს.

ამის შესახებ თავად პეტრო პოროშენკომ დაზვერვის ოფიცრების დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა.

24 აგვისტოს გასამართი შეხვედრის უმთავრესი თემა ქვეყნის აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაცია იქნება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაბომბვების ინტენსივობამ კონფლიქტის ზონაში იკლო. ამის მიუხედავად მსხვერპლი მაინც დაფიქსირდა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები