"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, აღმაშენებელზე მომხდარი ჩხუბისა და სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა.
გავრცელებული ცნობით, ნასვამი კაცები ჯერ კვების ობიექტის მზარეულს, შემდეგ კი დირექტორს ეჩხუბნენ.
ჩხუბის დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.