09 ოქტომბერი 2024,   00:21
ვრცლად
ფხენიანმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა.

ამის შესახებ  ინფორმაციას BBC  ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჩრდილო კორეის ლიდერმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა.

კიმ ჩენ ინმა ეს გადაწყვეტილება ცენტრალური სამხედრო კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა. 

ოფიციალური სეულის განმარტებით, პირველი გასროლა ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა. მიზანი იმ მოწყობილობის განადგურება იყო, რომლის საშუალებითაც სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან ანტიკომუნისტური პროპაგანდის ტრანსლირება ხდებოდა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები