09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ახალი მსოფლიო რეკორდი - შვეიცარიელი ექსტრემალი წყალში 59 მეტრი სიმაღლიდან გადახტა

შვეიცარიელმა ექსტრემალმა ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. შვეიცარიის ალპებში ყოფნისას ლასო შალე წყალში, თითქმის, 59 მეტრის სიმაღლიდან გადახტა, რაც, დაახლოებით, 19 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება.

თავისუფალი ვარდნის დროს, რომელიც სამ წამნახევარი გრძელდებოდა შალემ საათში 123 კილომეტრის სიჩქარე განავითარა.

27 წლის ექსტრემალმა ნახტომი ტექნიკურად ზუსტად შეასრულა და ტრავმებს გადაურჩა.

მსოფლიოს წინა რეკორდი 57 მეტრი იყო.

 
დღის ამბები