09 ოქტომბერი 2024,   00:18
ვრცლად
ირანში დიდი ბრიტანეთის საელჩო კვირიდან ფუნქციონირებას განაახლებს

ირანში დიდი ბრიტანეთის საელჩო კვირიდან ფუნქციონირებას განაახლებს. თეირანში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირადად გაემგზავრება და დიპლომატიურ უწყებას ოფიციალურად გახსნის.

ელჩის ვინაობა ჯერ არ სახელდება.

დიდმა ბრიტანეთმა საელჩო ირანში 2011 წელს დახურა. მიზეზი ის გახდა, რომ ლონდონმა თეირანს სანქციები დაუწესა, დემონსტრანტები კი პროტესტის ნიშნად დიპლომატიურ უწყების შენობაში შეიჭრნენ და დაწვეს.

მაშინ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ირანის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოსახლეობა საელჩოს ვერ დაარბევდა.

 

 
დღის ამბები