27 იანვარი 2023,   02:11
ვრცლად
19 ქართული ფილმი, რომელსაც კინომოყვარულები ეროვნული არქივის კინოდარბაზში ნახავენ - ძველი ქართული კინოს აღდგენისა და ჩვენების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეროვნული კინოცენტრია

19 ქართული ფილმი, რომელსაც კინომოყვარულები ეროვნული არქივის კინოდარბაზში ნახავენ, გასული საუკუნის 20-30 იან წლებშია გადაღებული და ბოლო ორი წლის განმავლობაში დამუშავდა. ქართული ფილმების რეტროსპექტივის ფარგლებში, წარმოდგენილია მუნიჯი და ხმოვანი შავ-თეთრი ფილმები. ფირების სკანირებაზე, ფერებსა და ხმაზე, ეროვნული არქივის შემოქმედებითმა ჯგუფმა იზრუნა.

წლევანდელი რეტროსპექტივის მთავარი ნაწილი ქართული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებლის, პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი კინოს ავტორის შემოქმედებას დაეთმობა. "ორი მოანდირე, "ვინ არის დამნაშავე", " ხანუმა, "ჯანყი გურიაში" -ალესანდრე წუწუნავას ამ ფილმებთან ერთად მაყურებელი ნუცა და ღოღობერიძის, ნიკოლოზ შენგელაიას და კოტე მარჯანიშვილის ადრეული პერიოდის ნამუშევრებს იხილავს.

ძველი ქართული კინოს აღდგენისა და ჩვენების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეროვნული კინოცენტრია. პროგრამის მიზანი ძველი ქართული ფილმებისთვის ავთენტურობის დაბრუნება და ახალი თაობის დაინტერესებაა.

ქართული ფილმების რეტროსპექტიული ჩვენება დაიხურება ფილმით "ჯანყი გურიაში". შავ-თეთრ ქართულ კინოს მაყურებელი 2 დან 25 დეკემბრის ჩათვლით, ეროვნული არქივის კინოდარბაზში, დიდ ეკრანზე ნახავს.

დღის ამბები