09 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს, თავის ტვინში სიმსივნე აქვს

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, ჯიმი კარტერს, თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა.

ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა.

90 წლის კარტერს ცოტა ხნის წინ სიმსივნის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა გაირკვა, რომ დაავადება უკვე მთელ ორგანიზმში გავრცელებული იყო.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და მკურნალობის კურსის გაგრძელებას აპირებს.

ჯიმი კარტერს პრეზიდენტის პოსტი 1977–1981 წლებში ეკავა. 2002 წელს მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს.

 
დღის ამბები