28 აგვისტო 2026,   07:35
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სენსაციით დაიხურა - ბრაზილიისა და კამერუნის შეხვედრა,  კამერუნის გამარჯვებით დასრულდა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სენსაციით დაიხურა. ბრაზილიისა და კამერუნის შეხვედრა, ყველასთვის მოულოდნელად კამერუნის გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა.

სელე-საოს გოლი აბუ-ბაქარმა გაუტანა, რომელმაც გოლი მაისურის გახდით აღნიშნა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ფლეიოფის საგზურის გარეშე დარჩენილი კამერუნი პირველი აფრიკული გუნდია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიას აჯობა. მერვედფინალური ეტაპები კი სტარტს დღეს აიღებს,პირველი შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. ერთმანეთს ნიდერლანდების და ამერიკის ნაკრებები დაუპირისიპირდებიან.

დღის ამბები