გუშინ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთაგან ერთ-ერთი როლანდ კვარაცხელიაა, იგი აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მისი ძმაც ომს, აფხაზეთში, 16 წლის ასაკში ემსხვერპლა.
თავად რომეო კვარაცხელიაც აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. იგი უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში იბრძოდა.
"კურიერი" დაღუპული მებრძოლის მამას და ახლობელებს ესაუბრა.
"ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-თქო... " - ამბობს დაღუპული მებრძოლის როლანდ კვარაცხელიას მამა.
"ნამდვილი პატრიოტი იყო. უყვარდა მეგობრობა, მეზობლობა, თავისი ერი. იბრძოდა საწყალი. ვერ იტანდა უსამართლობას. 19 წლის ასაკში აფხაზეთში იბრძოდა," - ამბობს როლანდ კვარაცხელიასახლობელი თამაზ პაპავა.
"ორივე შვილი დაეღუპა მამას და დარჩა მოხუცი კაცი ასე. ერთი აფხაზეთში ბავშვობაში და იქაა დამარხული, ახლა მეორეც..." - აცხადებს როლანდ კვარაცხელიას ახლობელი დავით ფაცია.
გუშინ, ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპნენ. სავარაუდოდ, ისინი "კადიროველების" ჩასაფრებაში მოყვნენ. ოჯახისთვის გადმოსვენების დრო და სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.