09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
მაკედონიის საზღვარზე ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ტურისტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

მაკედონიაში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ემიგრანტები არ შეუშვეს.

პოლიციამ საზღვარზე მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

სირიელი, ავღანელი და ერაყელი ემიგრანტები მაკედონიაში გადასვლას საბერძნეთიდან ცდილობდნენ.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ბალკანეთის გავლით ევროპაში 44 ათასი ემიგრანტი გადავიდა. მაკედონიამ მათი ნაკადის შესაჩერებლად ორ სასაზღვრო რეგიონში საგენგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 
დღის ამბები