09 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ნასა ადასტურებს, რომ დედამიწას ასტეროიდი არ ეჯახება

ნასა ადასტურებს, რომ დედამიწას ასტეროიდი არ ეჯახება.

ეს განცხადება ამერიკის კოსმოსური კვლევების სააგენტომ მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ მედიაში დაიწერა, რომ ჩვენს პლანეტას სექტემბრის შუა რიცხვებში გიგანტური ასტეროიდი ეჯახება, რამაც შესაძლოა, მექსიკის, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ ამერიკის განადგურება გამოიწვიოს.

ამ ცნობას ინტერნეტსივრცეში დიდი პანიკა მოჰყვა.

ნასას მეცნიერები კი ირწმუნებიან, რომ კოსმოსში არანაირი კომეტა და ასტეროიდი აღმოჩენილი არ არის, რომელიც დედამიწას განადგურებით ემუქრება.

 
დღის ამბები