26 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
მომავალი წლიდან საქართველოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილების რეაბილიტაცია იწყება - ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბორჯომი, ქუთაისი, წყალტუბო, ბათუმი, მესტია – მომავალი წლიდან საქართველოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილების რეაბილიტაცია იწყება. 2023 წლის ბიუჯეტში რომელიც ახლა პარლამენტშია დასამტკიცებლად გადაგზავნილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რომელმაც ქვეყნაში მეტი ტურისტი უნდა მოიზიდოს, 200 მილიონი ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ტურისტულ რეგიონებში ახალი სივრცეების მოწყობას დაეთმობა. მთავრობას დაგეგმილი აქვს სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაც.

უკვე დაანონსდა გუდაურში ახალი 2 ათას 800 მეტრიანი საბაგიროს მშენებლობაც, რომელიც წინასწარი გათვლებით საათში ათას 800 მგზავრს მოემსახურება. გარდა ამისა, ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებული ინვესტორების მოსაზიდად დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი ტერიტორიების მაქსიმალური ათვისება. მთავრობას დაგეგმილი აქვს ასეთი ტერიტორიების გასხვისებაც.

დღის ამბები