09 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
ერაყში ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი, ფადილ აჰმად ალ-ჰაიალი, მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.  

არსებული ინფორმაციით, ის ქალაქ მოსულში საკუთარ მანქანაში მოკლეს. 

როგორც ცნობილია, ფადილ აჰმად ალ-ჰაიალი დაჯგუფების შიგნით ლოჯისტიკაზე იყო პასუხისმგებელი. ის კოორდინირებას უწევდა ერაყსა და სირიას შორის იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ადამიანების ტრანსპორტირებას. 

 

ფოტო: არქივიდან 

 
დღის ამბები