09 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
სეული და ფხენიანი მოლაპარაკებებისთვის მზად არიან

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას  BBC სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანახმად, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს დღეს სოფელ პანმუნჯომში შეხვდებიან.

ოფიციალური ფხენიანი გუშინ სამხრეთ კორეას სამხედრო ქმედებების დაწყებით დაემუქრა. ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა კი არმიას ომის მზადყოფნის ბრძანება მისცა.  ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა. 

ოფიციალური სეულის განმარტებით, პირველი გასროლა ჩრდილოეთ კორეამ განახორციელა. მიზანი იმ მოწყობილობის განადგურება იყო, რომლის საშუალებითაც სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან ანტიკომუნისტური პროპაგანდის ტრანსლირება ხდებოდა.

 

 
ფოტო: არქივიდან 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები