09 ოქტომბერი 2024,   00:16
ვრცლად
ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში უძველესი ქრისტიანული მონასტერი გაანადგურა

ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში უძველესი ქრისტიანული მონასტერი გაანადგურა. ქალაქ ელ–კარიატეინში მდებარე ტაძარი რადიკალმა ისლამისტებმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით მიწასთან გაასწორეს.

ქალაქი ელ–კარიატეინში ისლამურმა სახელმწიფომ რამდენიმე კვირის წინ დაიკავა და ასობით ადამიანი ტყვედ აიყვანა, მათ შორის ქრისტიანებიც.

გავრცელებული ცნობით, მათი ნაწილი, 110 ადამიანი, ისლამისტებმა ქალაქ რაქაში გადაიყვანეს, სადაც მთავარი შტაბი მდებარეობს.

პარალელურად გავრცელდა ცნობა, რომ ერაყის ქალაქ მოსულში შეერთებული შტატების ავიაიერიშის შედეგად ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი ლიდერი, ჰაჯი მუტაზი, დაიღუპა.

 
დღის ამბები