29 აგვისტო 2026,   00:57
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიასთან მარცხის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადადგა

კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მეთხედფინალში ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე თანამდებობიდან გადადგა.

შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, დამატებით დროში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც პენალტების სერია ვიხილეთ, რომელიც ყველასთვის გასაკვირად ხორვატიის გამარჯვებით დასრულდა. ხორვატებმა 4-დან 4 პენალტი გაიტანეს, ბრაზილიელებმა მხოლოდ - 2.

როდრიგოს მეკარემ აჯობა, მარკინიოსის დარტყმა კი ძელს მოხვდა და ბრაზილიის ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ მეოთხედფინალში დასრულდა, როგორც 2006, 2010 და 2018 წლებში. 

დღის ამბები