09 ოქტომბერი 2024,   00:17
ვრცლად
კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ბრძოლასა და მთელი რეგიონის მომავალზე ისაუბრა

კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი ღონისძიებები იმართება.

ერთ-ერთ საზეიმო კონცერტზე, რომელიც დედაქალაქში ჩატარდა, საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ენაზე მიმართა.

ოდესის გუბერნატორმა უკრაინის ბრძოლასა და მთელი რეგიონის მომავალზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რამდენიმე პოსტ საბჭოთა ქვეყნის და მათ შორის რუსეთის ბედიც, დღეს უკრაინაში წყდება.

„უკრაინის დამოუკიდებლობა ეს უბრალო დღე არაა ჩვენს წარსულში, ეს დღევანდელი მუდმივი რევოლუციური პროცესის გაგრძელებაა. დამოუკიდებლობას, რომელსაც ჩვენ ვზეიმობთ, მისთვის დღესაც ვიბრძვით. ეს იმ ხალხის მონაპოვარია, რომელიც ამისთვის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს.

"ჩვენ უნდა გავარღვიოთ ისტორიის მოჯადოებული წრე, როდესაც გმირების თავდადება უკვალოდ ქრებოდა და გამარჯვებული მორიგი იმპერია ხდებოდა. არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ მისი თითოეული მოქალაქე, მათ შორის რუსებიც ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები არიან. ამიტომაც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ერთად წყდება საქართველოს, მოლდოვის ბელარუსიის და თვით რუსეთის მომავალიც.

"რაც მთავარია, ჩვენ გვაკავშირებს სიყვარული თავისუფლებისადმი და ერთიანი უკრაინისადმი. ეს გრძნობა კი დაუმარცხებელია. რატომ მოვედი აქ, რათა გამეზიარებინა თქვენი ბედი და ბრძოლა თავისუფლებისთვის? იმიტომ, რომ თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. როგორც ქართველ და თავისუფალ ადამიანს, მე მჯერა რომ შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. როგორ შეიძლება, ვიყო თავისუფალი თუ უკრაინა იქნება დაპყრობილი? ეს შეუძლებელია. აქ მოვედი იმიტომ, რომ დაგეხმაროთ თქვენ გათავისუფლებაში და ამით დავეხმარო საკუთარ თავს და ქვეყანასაც,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 
დღის ამბები